„საქართველოს ბანკი“ დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია

„საქართველოს ბანკი“ დაცული ტერიტორიების სპონსორია. ბანკის ცნობით, „საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს. 2023 წლიდან კი მათ რიცხვს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიაც შეემატა.

„აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 520 000 ჰექტრამდეა და 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს აერთიანებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ერთ-ერთ ღირებულებას მდგრადი განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბანკი სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომელიც უკეთესი მომავლისა და გრძელვადიანი სარგებლის შექმნაზეა ორიენტირებული ბიზნესებისთვის, საზოგადოებისთვის და ინდივიდებისთვის. გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად კი „საქართველოს ბანკი“ სანდო, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მათ შორის კავკასიის ბუნების ფონდთან, რომელთანაც ჩვენი პარტნიორობა 2009 წლიდან იწყება. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად ვიყოთ ჩართულნი დაცული ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერის პროცესში“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 2003 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალების და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიებს. ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება