ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე განაცხადა.

კითხვას, სურს თუ არა გახდეს ნატოს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად.

„ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე“, - განაცხადა კალასმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების მთავარ კანდიდატად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე განიხილება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა