პროფესიული უნარების სააგენტომ ქართული საწარმოების მწვანე ზრდის ხელშესაწყობად გამართულ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პროფესიული უნარების სააგენტომ, ქართული საწარმოების მწვანე ზრდის ხელშეწყობის, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სარგებლიანობის დემონსტრირების ხელშესაწყობად გამართულ ეროვნულ კონფერენციაში სახელწოდებით - „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“ მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, მწვანე უნარების განვითარების აუცილებლობის შესახებ, სადაც განხილული იყო ბიზნესის „გამწვანებისთვის“ საჭირო უნარების საკითხი, შესაბამის ადამიანურ რესურსზე გაჩენილი მზარდი მოთხოვნა და კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობა მწვანე უნარების განვითარებისთვის.

„ასევე, პანელის მონაწილეებს, შესაძლებლობა მიეცათ პრეზენტაციის ფორმატში წარმოედგინათ ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკები, განახლებადი ენერგოტექნოლოგიების მიმართულებით სასერტიფიკატო პროგრამები და მწვანე უნარების განვითარებისთვის დაგეგმილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება