მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება

მომავალი წლიდან, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

აღნიშნულ საკითხზე დებატები გაიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა, ნიკა მაჭუტაძემ და დავით ზილფიმიანმა ზედა ზღვრის, ე.წ. ჩამკეტის მოხსნის საკითხი დააყენეს. აღნიშნულის მომხრენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატები „ხალხის ძალიდანაც“. პარტიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი დეპუტატების კომპენსაცია ანაზღაურების 1/3 უნდა იყოს ე.წ. ჩამკეტის გარეშე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვრის ცვლილება 2024 წლის ბიუჯეტის პროექტითაა გათვალისწინებული და ეს არა მხოლოდ ყოფილ დეპუტატებს, არამედ სხვა სეგმენტის პირებსაც შეეხება.

მისი განმარტებით, „ე.წ. ჩამკეტის სრულად მოხსნას ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით დაახლოებით 10 მლნ ლარი დასჭირდება“.

„ყოფილი წევრების პენსიებში არის ცვლილება. დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. - ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას