„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს ტერმინალის აქციას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლებს ტერმინალით მომსახურების ფარგლებში აქციას სთავაზობს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ის მომხმარებლები, რომლებიც ნოემბერსა და დეკემბერში „საქართველოს ბანკის“ სტანდარტულ ან ჭკვიან ტერმინალს სტანდარტული საკომისიოს პირობით, პირველად აიღებენ, აქციაში ჩართვის თარიღიდან 3 თვე ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი ბიზნეს მომხმარებლებს სხვადასხვა უპირატესობას სთავაზობს, კერძოდ: სხვადასხვა ბარათით გადახდის მიღება (Visa, MasterCard, American Express, Diners Club/Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card); თანხის მომენტალურად ასახვა ბიზნესის ანგარიშზე; გადახდების და სტატისტიკის დამოუკიდებლად დათვალიერება ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით; გადახდების მართვის პროცესში პერსონალური მენეჯერის დახმარება; სპეციალური ცხელი ხაზით სარგებლობა 24/7 - ზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, „საქართველოს ბანკის“ სხავადასხვა აქციით ისარგებლონ, რაც ხელს შეუწყობს მათ, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შესაბამისად, გაზარდონ ბიზნესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათი მომხმარებლები ტერმინალზე "საქართველოს ბანკის" ბარათით გადახდისას PLUS ან MR ქულებს დააგროვებენ.

„საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ჭკვიანი ტერმინალით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ, საშუალებას მისცემს ერთი მოწყობილობით მიიღონ როგორც უნაღდო გადახდები, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში ისარგებლონ საკონტროლო-სალარო აპარატის ფუნქციით. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას, რომლებიც მათ ბიზნეს პროცესების მართვას გაუმარტივებენ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე