შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორია, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - მომავალ პარლამენტში ანაზღაურება არ აიღოს და ქველმოქმედებას მოახმაროს

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორად ხდება და საკითხს მხარს არ უჭერს, მაშინ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - მომავალ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ანაზღაურება არ აიღოს და ქველმოქმედებას მოახმაროს! - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული კანონის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციიდან ბევრი გამოსვლა მოვისმინე. ვნახოთ, რეგლამენტში ცვლილებას მხარს დაუჭერთ თუ არა, რადგან სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა. ასეთ თემებზე პოპულისტური საუბარია ადვილია. თქვენი უნარი აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კენჭისყრაზე გამოჩნდება მხარს დაუჭერთ თუ არა პროექტს.

ყველანაირი უხერხულობა მოხსნილი იმით, რომ ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტს ეხება და თუ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორია, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. სხვა შემთხვევაში, არ ვიცით, მომავალ მოწვევის პარლამენტში ვინ იქნება, მაგრამ ის, ვინც მხარს არ დაუჭრეს და მომავალ პარლამენტში იქნება, მორალური წნეხი ექნება და არ უნდა გაუკვირდეს, თუ მას ამას შეახსენებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ოდენობა იზრდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს