მამუკა მდინარაძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე ფარცხალაძესთან დაკავშირებით - დაიწყო გამოძიება მშრალი განცხადების საფუძველზე - მტკიცებულებები რაც ამ განცხადებას გაამყარებდა, არ ჩანს

ქართულ სახელმწიფოს ეს მინიშნება ხომ არ გაუტარებია?! - დაიწყო გამოძიება მშრალი განცხადების საფუძველზე - მტკიცებულებები რაც ამ განცხადებას გაამყარებდა, არ ჩანს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, ხომ არ შეწყდება გამოძიება, მდინარაძე აცხადებს, რომ ამ კითხვას პოლიტიკოსი ვერ უპასუხებს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მტკიცებულებების არარსებობის გამო ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საგამოძიებო ორგანომ.

„დიახ, მივიღეთ მინიშნება, ქართულმა სახელმწიფომ მიიღო მინიშნება და დაიწყო გამოძიება, ეს მინიშნება ხომ არ დაგვიიგნორებია? ქართულ სახელმწიფოს ეს მინიშნება ხომ არ გაუტარებია?! - დაიწყო გამოძიება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გამოძიების ფარგლებში ჯერ არავის, მსოფლიოს არც ერთი კუთხიდან არ მიუწოდებია მტკიცებულება, როგორც ჩვენ ვიცით. ქართულმა სახელმწიფომ მინიშნება მიიღო და დაიწყო მშრალი განცხადების საფუძველზე გამოძიება, მტკიცებულებები არ იყო მოტანილი. თუმცა, მაინც პარტნიორის პატივისცემით, ავტორიტეტით, ქართულმა სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო უმალვე, ხომ ასე იყო? მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულებებიც არ ჩანს, რომელიც ამ განცხადებას გაამყარებდა. [გამოძიება შეწყდება თუ არა] ეს ჩემი საქმე არ არის, ამაზე ვერ და არ გიპასუხებთ. გამოძიება წყდება მაშინ, როცა გადის გარკვეული დრო და მტკიცებულებების არარსებობის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს საგამოძიებო ორგანომ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქცირება მთავრობებისთვის არის მინიშნება გამოძიებაზე.

„როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფესბესთან" ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ", - ამბობს ელჩი.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის