ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - აბსოლუტურად ყალბია მათი ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია თითქოს ევროინტეგრაციის საკითხებთან - სინამდვილეში ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად ყალბია ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია თითქოს ევროინტეგრაციის საკითხებთან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა ევროკომისია სამუშაო პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს ოპოზიციას და ის ამას არ ასრულებს, აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

„ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს, რომ მაქსიმალურად ყველა პარტია ჩავრთოთ სამუშაო პროცესებში. ამას რა თქმა უნდა, ანგარიშს გავუწევთ. როგორც გავუწიეთ ანგარიში წინა შემთხვევაში 12 პუნქტთან დაკავშირებით, აქაც ევროკომისიის მოწოდებას ანგარიშს გავუწევთ და კარი გაიხსნება. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. აქედან ჩანს როგორია მათი დამოკიდებულება ევროკავშირის, ევროკომისიის მიმართ. როდესაც ევროკომისია გეუბნება, რომ შენ უნდა ჩაერთო სამუშაო პროცესებში და ამის მიუხედავად, არ აპირებ, აქედან ჩანს მათი დამოკიდებულება ევროკავშირის და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.

აბსოლუტურად ყალბია მათი ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია თითქოს ევროინტეგრაციის საკითხებთან. სინამდვილეში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა, ევროკომისიის გადაწყვეტილება საპირისპირო მიმართულებით მიდის. სამომავლოდაც ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი ანალოგიური მიდგომით მუშაობას გააგრძელებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ