მალდივის მომავალი პრეზიდენტი - მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს

მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს, - ამის შესახებ მალდივის მომავალმა პრეზიდენტმა, მოჰამედ მუიზუმ განაცხადა. „მალდივის რესპუბლიკა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გეოპოლიტიკურ პაექრობაში ჩაერთოს. ამაში მალდივის საგარეო პოლიტიკის ჩართვით დიდად დაინტერესებული არ ვარ“, - განაცხადა მიუზუმ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მალდივის მომავალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ ინდოეთის ჯარებს განდევნის, მაგრამ არ სურს რეგიონული ბალანსის შეცვლა ჩინეთის ძალების შემოყვანით.

„ჩვენ ვაპირებთ ერთად ვიმუშაოთ ყველა ქვეყანასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და ყველა სხვა ქვეყანასთან“, - აღნიშნა მალდივების მომავალმა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ მოჰამედ მუიზუ, პარასკევს, დედაქალაქ მალეში პრეზიდენტის ფიცს დადებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს