17 ნოემბერს „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გამოფენა გაიხსნება

17-19 ნოემბერს, გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 გაიხსნება. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება. გამოფენის მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი", USAID სოფლის მეურნეობის პროგრამა და "ალდაგი".

მიმდინარე წელს, გამოფენაში 6 ქვეყნის 70-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობს. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. წელს გამოფენაზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.

ჩვენი მიზანია მონაწილე კომპანიებს ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების პოვნასა და ახალი ბაზრების ათვისებაში. წელს პირველად, USAID სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები გალფის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან. ეს საპილოტე პროგრამაა და გვინდა შევაფასოთ როგორც მზაობა ჩვენი მხრიდან, ისე ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივა. ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ აღნიშნული მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას მომავალი წლისთვის.

გამოფენაზე Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 დასწრება 17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. გამოფენის პარალელურად, სამი დღის განმავლობაში, „ექსპოჯორჯია“ სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს:

17-18 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გამოფენის პარალელურად გაიმართება აგრობაზარი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ქართული ავთენტური პროდუქცია - რძის ნაწარმი, თაფლი, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა.

აგრობაზარი იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 17 ნოემბერს 12:00-საათზე.

  • 12:30 ზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ისაუბრებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე.
  • BOG-ის წარმომადგენელი გაგვაცნობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო