ხატია დეკანოიძე - თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდნა გვქონდეს

შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია- ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს,- ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდა მცდელობა, შეგვექნება საგამოძიებო კომისია დასანქცირებულ მოსამართლეებზე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი არის ის, რომ ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს საგარეო პოლიტიკასთან, რაც არ ხდება. ეს დათქმა არის სერიოზული დათქმა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ იმას, რომ ფარცხალაძე, რომელიც არის „ეფესბეს“ აგენტი თავისუფლად გადაადგილდება. გარდა ამისა, შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია. ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ძალიან მარტივი რამ - 15 დეკემბერს გადაწყდება, მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის ფორმალიზება. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ეს არის პირველი ეტაპი. თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს, ასევე ჩვენი პარტნიორების და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, დიდი შანსია სტატუსზე ჩავარდნა გვქონდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა