ლევან ბეჟაშვილი ფარცხალაძეზე - აშშ-ს ელჩის განცხადება დასტურია, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი განცხადება - ეს არის რეაგირების მოთხოვნა ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ

აშშ-ს ელჩის განცხადება დასტურია იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი განცხადება - ეს არის რეაგირების მოთხოვნა ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

ბეჟაშვილის შეფასებით, ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალაშია.

„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, პრაქტიკულად კვალიფიკაცია მისცა ფარცხალაძის საქართველოში საქმიანობას „ეფესბეს“ გავლენის აგენტის, რომელიც ცდილობს რუსული პოლიტიკური ნარატივების დანერგავს ქართულ პოლიტიკაში. იმთავითვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ. „ეფესბეს“ აგენტობა სერიოზული ბრალდებაა. დღეს, აშშ-ს ელჩის განცხადება დასტურია იმისა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი განცხადება. ეს არის რეაგირების მოთხოვნა ქართული სამართალდამცავი სისტემის მიმართ. ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალაშია , დაუსაბუთებელია და არსებითა ამერიკული მხარისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან ასევე შეაფასა მმართველი გუნდის შეფასებები აშშ-ს ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ბეჟაშვილის თქმით, ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას ნაბიჯი არგადაუდგამს და სურვილიც კი არ გამოუხატავთ, რომ ამ მიმართულებით წინ წასულიყვნენ.

„მტკიცებულებები უნდა მოიპოვოს და გამოძიება უნდა აწარმოოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. დაკითხული არის საერთოდ ვინმე? თუნდაც ფარცხალაძე დაიკითხა? ვის სთხოვენ მტკიცებულებებს, როდესაც ნაბიჯი არ გადაუდგამთ და სურვილიც კი არ გამოუხატავთ, რომ ამ მიმართულებით წინ წასულიყვნენ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე