ბენი განცი - იქამდე მივაღწევთ, სადამდეც საჭირო იქნება, რათა ბავშვების მკვლელები გავანადგუროთ, მიწის ზემოთ თუ ქვემოთ როგორც ღაზაში, ისე მთელ მსოფლიოში

„ჰამასის“ ლიდერების დევნას როგორც ღაზაში, ისე მთელ მსოფლიოში გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

„ჩვენ იქამდე მივაღწევთ, სადამდეც საჭირო იქნება, რათა ბავშვების მკვლელები გავანადგუროთ, მიწის ზემოთ თუ ქვემოთ, როგორც ღაზაში, ისე მთელ მსოფლიოში. ჩვენ მივაღწევთ, როგორც მათი მთავრობის მეთაურებამდე, ისე მთავრობის ცენტრებამდე“, - განაცხადა განცმა.

ბენი გაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ამჟამად ღაზას უმსხვილესი საავადმყოფოს, ალ-შიფას ნაწილში მოქმედებენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ოპერაციას ღაზას სიღრმეში, მათ წინააღმდეგ აგრძელებენ, ვინც საავადმყოფოები სამეთაურო ცენტრებად გადააკეთეს და საიდანაც ომის დანაშაულებს ჩადიან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს