ანონსი  16 ნოემბერი

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, II საერთაშორისო კონფერენცია - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გაიხსნება. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მის: თელავის ქ.20, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი"

საკონტაქტო: ხატია წიკლაური 577 25 55 15

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

(C კორპუსი, V სართული)

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია - დევნილები დევნილებისთვის“ წევრები პარლამენტში შეიტანენ წერილს, მოთხოვნით გაიზარდოს დევნილთა შემწეობა. პეტიციას საქართველოს 10 000-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ კონფერენცია: დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლების რეალიზება სახვადასხვა ჯგუფებისთვის საქართველოში გაიმართება.

მის: კოსტავას 14, სასტუმრო „ROOMS HOTELS“ (Master Room)

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ახალი პერსპექტივები ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკ: 593 53 45 24

16 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, კახეთში, სათემო ლიდერთა ფორუმი 2023 გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: კახეთი, „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“.

საკონტაქტო: 551 51 45 14

16 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ცდილობს, უსინათლოთა ქონება მიიტაცოს“.

მის: ბოჭორმის ქუჩა N23

საკონტაქტო: 597115960 ირმა ბარაბაძე

16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი

საკონტაქტო: ქეთევან სახელაშვილი - 599 342 434

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში