სოზარ სუბარი - საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში

აშშ-ს ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთა ჩვენი ურთიერთობები, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ რუსეთის და ჩინეთის დაახლოება სახეზეა. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობებს უკრძალავენ, აშშ-ში ჩინეთის ლიდერს პომპეზურად ხვდებიან.

„საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არამარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში. საოცრება ის არის, ჩვენ რომ გვიკრძალავენ გარკვეულ ურთიერთობებს და ამ დროს ვხედავთ, დღეს როგორ უმაღლეს დონეზე და პომპეზურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერს აშშ-ში. მედია წერს, რომ კალიფორნიის ქუჩები დაასუფთავეს, გადაღებეს შენობები, გაიყვანეს უსახლკაროები, ნარკოდილერები თუ ნარკოტიკების მომხმარებლები, რაღაც განსხვავებული ხედი რომ შეექმნათ. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ხელი არ მოაწეროთ რაიმე ტიპის ხელშეკრულებასო. საუბარია იმ ტიპის ხელშეკრულებაზე, როგორი სტრატეგიული ხელშეკრულებაც დადებული აქვს შეერთებულ შტატებს ჩინეთთან, ევროკავშირს მთლიანად და ასევე, ევროპის სახელმწიფოებს ცალ-ცალკე (გერმანიას და არაერთ სახელმწიფოს, უკრაინას აქვს დადებული და ა.შ..). უცებ გაახსენდა ჩვენს ოპოზიციას, რომ ჩინეთს თურმე მართავს „კომუნისტური პარტია“, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ უხსენებია არავის, უცებ გაახსენდა ერთბაშად ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და ამბობენ, როგორ შეიძლება „კომუნისტურ“ ჩინეთთან ხელშეკრულების დადებაო.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება, რომ არა წამოცდენა, არამედ შეგნებული მავნებლობა იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული (რომელიც დარწმუნებული ვარ მისგან არ მოდიოდა), ეს დადასტურდა თუნდაც დღეს, როდესაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობები გადატვირთა, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“ - განაცხადა სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან