ლევან ხაბეიშვილი - IRI-ის კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა

IRI-ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა - ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „რუსული პარტიის“ დამარცხება შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა.

„ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ „რუსული პარტიის“ დამარცხება და თან დიდი ანგარიშით, შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელთან“, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას - ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის.

IRI - ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში 8- ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე „შფოთვებს“ და „ნერვიულობას“ მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდეასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, „რუსული ოცნების“, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.

ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოსავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს, მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%- იანი ბარიერი და არანაირი შანსი „რუსულ პარტიას“ არ დარჩება“,- აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი); სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი).

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე