ლევან იოსელიანი - დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს აღნიშნავს

დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები და წინ გადადგმული ნაბიჯებიც, რაზეც უფრო დაწვრილებით მოხსენებაში ისაუბრებს.

„დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტრადიციულად სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს აღნიშნავს. ჩვენ ბუნებრივია ერთად ვაორგანიზებთ ამ ღონისძიებას, ვინაიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მრავალეთნიკური და მრავალრელიგიურია.

ამ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ ნათქვამი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უკავშირდება როგორც ეთნიკურ, ისე რელიგიურ უმცირესობებს.

არსებობს გამოწვევები და წინ გადადგმული ნაბიჯებიც, რაზეც უფრო დაწვრილებით ჩემს მოხსენებაში მექნება საუბარი. მაგრამ ის ძირითადი საკითხები, რაც საკულტო ნაგებობების გადაცემასთან, სანებართვო ვადის გაჭიანურებასთან, მათ შორის დამოკიდებულებასთან და სიძულვილის ენასთანაა დაკავშირებული, გამოწვევებად რჩება, რაზეც სახალხო დამცველი წლებია თავის ანგარიშში მიუთითებს”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე