ლევან ბეჟაშვილი - ვინც ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და სხვა პოლიტიკური გზა ექნება - კონკრეტული პირების გარიცხვა არ განიხილება

ვინც ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და სხვა პოლიტიკური გზა ექნება - კონკრეტული პირების გარიცხვა არ განიხილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ადამიანები საკუთარი ქმედებებით ყოველდღიურად შორდებიან პარტიის ღირებულებებს.

„მიხეილ სააკაშვილის ინიცირებით მოხდება პარტიის ერთიანობის დეკლარაციის მიღება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიული ერთობა, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრობა, ხელს მოაწერს ამ დეკლარაციას. ვინც არ მოაწერს ხელს, ბუნებრივია, ის დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და დამოუკიდებელი, სხვა პოლიტიკური გზა ექნებათ. კონკრეტული პირების გარიცხვის საკითხი არ იხილება. ეს ადამიანები მოქმედებენ ყოველდღიურად ისე, რომ დღითი დღე შორდებიან „ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე