სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, პრეზენტაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართვას შეეხებოდა.

მათივე ცნობით, პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის დეტალურად მიეწოდებინათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლები, როგორც ამომრჩევლები, მაქსიმალურად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ აღნიშნული სიახლის შესახებ.

კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ადგილზე განხორციელდა საარჩევნო აპარატების დემონსტრირება და ფუნქციური განმარტება. აგრეთვე, ჩატარდა კენჭისყრის იმიტაცია, რაც მოიცავდა უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას და სიმულირებული არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებას.

„სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“,- განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე