ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, სასამართლო და საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ჰქონდათ საუბარი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, ექსპერტებს შევხვდით. ზოგადად, თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. იცით, რომ ვენეციის კომისიასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ხშირად იგზავნება - ხოლმე ჩვენგან კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. ვიღებთ მათგან დასკვნებს და საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაღალია რეკომენდაციის გათვალისწინების მაჩვენებელი. ამ რეჟიმში გაგრძელდება თანამშრომლობა.

ჩვენ, ასევე, შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებს. განსაკუთრებული საუბარი გვქონდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო საკითხები, საარჩევნო თემატიკა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა დეტალური დისკუსია, მათ შორის დისკუსია გვქონდა იმ კანონპროექტებზე, რომელიც ამ სფეროებში არის ინიცირებული პარლამენტში. ველოდებით ასევე დასკვნას ცესკოს საკითხთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ, ზოგადად, ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან, უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით. სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, სადაც საქმე მიზანშეწონილობის საკითხებს ეხება, იქ, უმეტეს შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. რაც შეეხება ცესკოს, ჯერ კიდევ ველოდებით დასკვნას კომისიისგან. ვენეციის კომისიას აინტერესებს კანონმდებლობა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „საარჩევნო კოდექსთან“ მიმართებით, დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, ეს არის ცესკოს დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია. ერთადერთი საკითხი, რომელიც განვიხილეთ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით, არის ცესკოს ფორმირების წესი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს დილიდან მართავს. შეხვედრა უკვე გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატებთან. გარდა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისა, არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი შეხვედრა დაგეგმილი უმრავლესობის წევრებთანაც. ასევე ცნობილია, რომ დღის მეორე ნახევარში ოპოზიციასთან შეხვედრას უშუალოდ დელეგაციის ხელმძღვანელი გამართავს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე