ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - უკვე 8 არჩევნები წააგეს, ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს - ასეთი ბედი ელით მათ მე-9 ჯერზეც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ, „პოლიტიკური კლუბები“ არიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურმა პარტიებმა 8 არჩევნები უკვე წააგეს და იგივე ელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

„უკვე 8 არჩევნები წააგეს, ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს. ასეთი ბედი ელით მათ მე-9 ჯერზეც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თქვენ იცით, როგორია საერთო სურათი, ძალიან მძიმეა რეიტინგები, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ. „ნაცმოძრაობა“ 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული, სხვა ვერცერთი პარტია ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკე თემაა. ეს პატარა პარტიები სინამდვილეში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ისინი პოლიტიკური კლუბები არიან, რომლებიც რაღაც რამდენიმე კაცისგან შედგება, არსებითად ეს არის სურათი. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასდროს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ შენ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. სწორედ იმიტომ, რომ ეს პარტიები სინამდვილეში არიან არა პარტიები, არამედ კლუბები, მათ უჭირთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ეს არის საერთო სურათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მანდატების რაოდენობა თვისობრივად გაიზრდება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს.

„რა თქმა უნდა, თავდაპირველად, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ზოგადად საერთო სურათს, რაც ნაკლებად ექსტრემისტული პარტია შევა პარლამენტში მით უკეთესია, რაც ნაკლები პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე