ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე ის ცვლილებები განიხილეს, რაც უკავშირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საარჩევნო კანონმდებლობა, ასევე ის ცვლილებები განიხილეს, რაც უკავშირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურებს.

ოხანაშვილის თქმით, შეხვედრაზე არ უსაუბრიათ სასამართლო რეფორმაზე.

„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, რომლებსაც აინტერესებთ კონკრეტული საკითხები. იცით, რომ დავაინიცირეთ საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევისთვის კვორუმის გაზრდას, ჯერ უნდა იყოს 90 ხმით, თუ ეს შეუძლებელია შემდგომ 76 ხმით. ეს ჩვენ გაგზავნილი გაქვს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ამ საკითხზე გავცვალეთ პოზიციები. ასევე ვისაუბრეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით იმ საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომლითაც გავაძლიერეთ ეს სამსახურები. მათ აინტერესებდათ კონკრეტული საკითხები იმისთვის, რომ შეძლონ დასკვნის მომზადება. შეხვედრა იყო საინტერესო და გავუზიარეთ ყველაფერი, რაც მათ აინტერესებდათ. ის, რომ ეს დელეგაცია ჩამოსულია სასამართლო რეფორმის ან დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით, არის ტყუილი და არ ვიცი, ეს ვინ გითხრათ. ეს საკითხები არ ყოფილა განხილვის საგანი, ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ცვლილებები, რაც ეხება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით რაც განვახორციელეთ და გავაძლიერეთ, ამ კუთხით იყო დისკუსია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება