ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილმა ვენეციის კომისიას ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიულ ამოცანებს შეეხო.

„კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელზე, ასევე ბიუროს ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; აირიკ ჰოლმოვეიკო, მომხსენებელი (ნორვეგია); პანეოტის ვოიატისი - მომხსენებელი (საბერძნეთი); ტანია ვონ დიკი, მდივანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება