დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულმა ჩვენმა შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინას და დიდ ბრიტანეთს გამარჯვებისთვის ერთად მუშაობა აქვთ გადაწყვეტილი. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ურყევ მხარდამჭერად რჩება იარაღით მომარაგების, შეიარაღების ერთობლივი წარმოების გაზრდისა და შავი ზღვის რუსული საფრთხისგან გათავისუფლების საკითხებში“, - წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საზღვარგარეთ პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს