თამარ კორძაია - „ქართული ოცნება“ როგორც ერთი პარტია ყველაზე მეტ ხმას იღებს, მაგრამ ჯამში, ოპოზიცია იღებს მეტს, ამიტომ არ აწყობთ მათ ბარიერის დაწევა

„ქართული ოცნება“ როგორც ერთი პარტია ყველაზე მეტ ხმას იღებს, მაგრამ ჯამში, ოპოზიცია იღებს მეტს, ამიტომ არ აწყობთ მათ ბარიერის დაწევა,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია IRI-ის კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევების შესაბამისად, ოპოზიციამ უნდა განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები.

„მათ უნდათ უფრო მეტი ძალაუფლება, რაც ძალზე საშიში ხდება. ჩემი აზრით, ამ კვლევებს აქვს ერთი მიზანი, დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას უკეთ გაანალიზოს ვითარება, რომ საარჩევნოდ უკეთ დაიგეგმონ. ამ კვლევების შესაბამისად, განსასაზღვრია შემდგომი ნაბიჯები”, - განაცხადა კორძაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში