ანა ბუჩუკური - ჩვენ გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს - დიდი რისკია, „ოცნებამ“ ბარიერი იმ მიზნით დაწიოს, რომ პარლამენტში საკუთარი სატელიტები გაიყვანოს და უმრავლესობა შეკრას

ჩვენ გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს - დიდი რისკია, „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა კვლევა, მათ შორის IRI-იც აჩვენებს ტენდენციას, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ მზარდი რეიტინგი აქვს.

რაც შეეხება კვლევის მიხედვით 4%-ანი მხარდაჭერის მაჩვენებელს, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ კვლევა ალოკაციის გარეშე არის ჩატარებული.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, მეტ-ნაკლებად ყველა კვლევა ამას ადასტურებს. IRI-ის კვლევამაც აჩვენა და ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა აჩვენებს, ორ ტენდენციას, ეს არის ჩვენი გუნდის მხარდაჭერის ზრდა და „ნაცმოძრაობის“და „ოცნების" რეიტინგის კლება. ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომ „ნაცმოძრაობამ" და „ოცნებამ“ 50 პროცენტი ვერ უნდა აიღონ, არის რეალური. მნიშვნელოვანია სხვა პატარა, პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ. 30 პროცენტს არ უნდა „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, 40-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. სურათი ნათელია ქართველ ხალხს არ უნდა „ოცნება” ხელისუფლებაში და კიდევ უფრო არ უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ფეიკ-კვლევებით ერთმანეთს უწევენ რეიტინგებს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა ბარიერის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის შემცირება შესაძლოა, "ქართული ოცნებისთვის" იყოს ხელსაყრელი.

„გავიმეორებ და ყველამ იცის, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ბარიერს, ნორმალურ პირობებში, დაბალი ბარიერი შესაძლოა ჩაითვალოს ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რომ მრავალპარტიული პლურალისტური პარლამენტი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ ნორმალურ პირობებში არ ვცხოვრობთ, ამიტომ დიდი რისკია იმის, რომ „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა, ამიტომ როცა ბარიერის დაწევაზე ვსაუბრობთ, ამ რისკზეც არის დასაფიქრებელი”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა