კახა კალაძე - აქციის ჩატარება თუ უნდათ რუსთაველის გამზირზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის, აბსოლუტურად გაუგებარია - წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მაგათი საქმე

თბილისის მერი, კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიციის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, თბილისის მერია რუსთაველის რეაბილიტაციას იმიტომ გეგმავს, რომ აქციების გამართავს ხელი შეუშალოს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გზის გადაკეტვა არ სჭირდება.

„სამარცხვინოა. არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მაგათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რეალურად ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებზე შანსები ნულს ქვემოთ არის. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას, ეს ძალიან დიდი აბსურდია. არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას არანაირი გადაკეტვა არ სჭირდება, მთლიანად განახლდება და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება შემდეგ, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ მაშინ, რა თქმა, უნდა მოგვიწევს ქუჩის დროებით გადაკეტვა, გაკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებები და მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება მას შემდეგ, როდესაც დავასრულებთ უკვე ფასადების და არსებული შენობების განახლებას“, - განაცხადა კალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე