ალეკო ელისაშვილი IRI-ის კვლევაზე - სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ? ეს ვართ როგორც გამოვიყურებით - ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური

სარკეში უნდა ჩავიხედოთ, სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ? ეს ვართ როგორც გამოვიყურებით - ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა უნდა გაანალიზოს გადაჭარბებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე და მეტ-ნაკლებად პარტნიორულად იფიქროს.

„არის ერთი დიდი ეროვნული მიზანი, ჩემთვის ეს მიზანი არის ძალიან მკაფიო, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, არა „ნაციონალური მოძრაობით“, მაგრამ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიად, დაჭაობდება ქვეყანა, ისედაც ხომ დაჭაობდა და ბრეჟნევის ეპოქაში დავბრუნდებით, თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა. ოღონდ მშვიდად, წყნარად, ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც დროით მოდიხარ, მერე მიდიხარ, ეს უნდა გახდეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავი. სწორი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები ამაზე ვიფიქრებთ, დიდ ეროვნულ მიზანს როგორ მივაღწიოთ, როგორ შევცვალოთ ხელისუფლება. ამ კვლევას რომ ნახავ, უნდა დაფიქრდე რაღაც კონტურის მოხაზვაზე, მე მაგალითად, არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა. გამორიცხულია მათთან რამეში გავერიო, საკმაოდ შეცდომები დამიშვია, ბურჯანაძესთან და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ.

წესით ახლა ოპოზიციონერი ლიდერები უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური, თუ დიდი მიზანი გვამოძრავებს ხელისუფლების ცვლილებების, ამ დიდ მიზანს ვერ ვხედავ რომ გააზრებული ჰქონდეთ. გადაჭარბებული ამბიცია და თავის თავზე უაზრო წარმოდგენები პრობლემაა, ქალებსაც, კაცებსაც, რამდენსაც გინდათ, ჰგონიათ, მარტო შეცვლიან ყველაფერს, ამის სჯერათ. თუ დაეშვებიან მიწაზე, სწორად შეხედავენ პროცენტებს და პროცენტებს კი არ გაუბრაზდებიან, საკუთარ შეცდომებზე იფიქრებენ, ჩემს თავზეც ვამბობ ამას, ხელს კი არ ვიშვერ ვიღაცისკენ, შეცდომები დაშვებული რომ არ მქონდეს, 2 პროცენტი არ მექნებოდა, მექნებოდა გაცილებით მეტი. მთავარია, გავიაზროთ და დავინახოთ დიდი მიზანი.

სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ, ეს ვართ როგორც გამოვიყურებით, მიწაზე უნდა დაეშვას ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი და ნუ ჰგონიათ, რომ 2 პროცენტი კი დაუწერა IRI-მ, მაგრამ სინამდვილეში 40 აქვთ, ამ ილუზიებშიც არის ბევრი.

მართლა თუ უნდათ, რომ მივაღწიოთ დიდ მიზანს, რასაც ხელისუფლების ცვლილება ჰქვია, ამბიციებიც უკან უნდა დავქაჩოთ, გადაჭარბებული წარმოდგენებიც საკუთარ შესაძლებლობებზე და ადეკვატურად და მეტ -ნაკლებად პარტნიორულად უნდა ვიფიქროთ. ყველას უნდა, რომ „კოალიციაში ახლა მე უნდა ვიყო მთავარი და თქვენ ჩემი სეფექალები და სეფეკაცები უნდა იყოთ", ასე არ გამოდის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ადეკვატურად ვუყურებთ რეალობას",- განაცხადა ელისაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე