კაია კალასი რუსეთ-უკრაინის ომზე - ეს არის გამოფიტვის ომი, უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით სიტუაცია უიმედო არ არის.

„ეს არის გამოფიტვის ომი. უიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ასეთ ომში სამი ძირითადი ელემენტია: ხალხი, რესურსები და საბრძოლო სულისკვეთება.

„რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინაზე მეტხანს გაუძლოს, მაგრამ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას უფრო მეტხანს გაუძლოს ვიდრე რუსეთმა", - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან.

„ევროპა ამზადებს 30-40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს. თუ ამერიკაც ამდენივეს წვრთნის, მაშინ ეს არის 80 000 გაწვრთნილი ჯარისკაცი ახალწვეულების წინააღმდეგ, რომლებიც ომში რუსეთიდან მიდიან. ამიტომ, ხალხის თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო გამძლე, ვიდრე რუსეთი“, - აღნიშნა კალასმა.

რესურსებზე საუბრისას ესტონეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი შვიდჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს. მისივე თქმით, რუსეთის ბიუჯეტზე სანქციებიც მოქმედებს.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. „რამშტაინის კოალიციის“ თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას". ამასთან, ესტონეთის პრემიერის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს რუსებზე უფრო მაღალი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ.

„ისღა დაგვრჩენია, რომ უკრაინელების გამარჯვების გვჯეროდეს“, - აღნიშნა კალასმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა