პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას.

„პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას.

შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე