თბილისის მეტროს სრული შემადგენლობა განახლდება

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მეტროს ვაგონების განახლების საკითხს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტროში მგზავრნაკადის გაზრდის გამო აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია.

„მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მეტროში მგზავრნაკადის გაზრდის გამო მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება. ასევე სატრანსპორტო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დედაქალაქის მერს ამ გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის (მატარებლების) სრული განახლება დაიწყება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა და ქალაქ თბილისის მერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ ერთობლივად მიიღეს.

პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება მომდევნო 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. თბილისის მერის განცხადებით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

პროექტის მიხედვით, 45 მატარებლიდან 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე