თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი - არსებული შემადგენლობა სრულად 15 წლის განმავლობაში შეიცვლება - 2025 წელს 2 მატარებელიც რომ შემოვიდეს, კარგი იქნება, ვსაუბრობთ საბურთალოს ხაზის განახლებაზე

2025 წელს, მეტროს ვაგონების განახლების პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, საბურთალოს ხაზის შემადგენლობები გამოიცვლება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა განაცხადა, ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება, პირველ ეტაპზე, თუ რამდენი ვაგონი შემოვა, თუმცა 2025 წელს 2 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელიც რომ შეიცვალოს, კარგი დასაწყისი იქნება.

„დღეს გვაქვს 192 ვაგონი და მის ნაცვლად დაგეგმილია 212 ვაგონის შესყიდვა. არსებული შემადგენლობა სრულად, 15 წლის განმავლობაში შეიცვლება. ჩვენ 2017-2020 წლებში აღვადგინეთ 27 ვაგონი, რამაც მოგვცა საშუალება ხაზზე დამატებითი მატარებლები გაგვეშვა და პიკის საათებში ინტერვალი შეგვემცირებინა, ძირითად ხაზზე 2.5 წუთამდე და საბურთალოს ხაზზე 3 წუთამდე. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ხაზზე არსებული მატარებლების რაოდენობა არ შეგვეცვლება, პიკური დროებში დარჩება იგივე. თუმცა დაგეგმილია ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე 4-ის ნაცვლად, 5 ვაგონის გაშვება, რაც, ბუნებრივია, მგზავრთა გადაყვანის მოცულობას შეცვლის. გარდა ამისა, იქნება გამსვლელი ვაგონი, რაც მატარებლის ტევადობას გაზრდის. ჩვენს მატარებლებს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ექსპლუატაციის ვადა ეტაპობრივად ეწურებათ. 2025 წელს 2 მატარებელიც რომ შემოვიდეს, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. პირველ ეტაპზე, ვსაუბრობთ საბურთალოს ხაზის განახლებაზე, ეს არის 2 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელი. ეს არის ჩვენი სურვილი. ბაზრის კვლევის შედეგები დაგვანახებს საბოლოო სურათს. პირველ ეტაპზე, ჩვენ ვგეგმავთ საბურთალოს ხაზის შემადგენლობების განახლებას“,- განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე