სახალხო დამცველი 1990-იან წლების კონფლიქტისას აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.

სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად შეაფასა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი და მანდატის ფარგლებში ჰუმანიტარულ მისიაში ჩართვის მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ