333 გადამზადებული ბენეფიციარი და დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობები - პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ პირველი ეტაპი დასრულდა

პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ პირველი ეტაპი 333 ბენეფიციარის სრული გადამზადებით დასრულდა. პროექტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს.

პირველ ეტაპზე სრული დაფინანსებით გადამზადებული 333 ბენეფიციარი დასაქმების ფორუმში ჩაერთო. ფორუმში 35 ადგილობრივი და საერთაშორისო, ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი კომპანია იღებდა მონაწილეობას. მათ 100-ზე მეტი ვაკანსია წარუდგინეს ბენეფიციარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფორუმზე პროექტის ბენეფიციარებმა გავლილი სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადებული ფინალური პროექტები დამსაქმებელ კომპანიებს Pitch Yourself ინიციატივის ფარგლებში წარუდგინეს.

ბენეფიციარები გადამზადდნენ შემდეგი მიმართულებებით: front-end დეველოპმენტის, back-end დეველოპმენტის, ui/ux დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით.

„კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოში ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერების კუთხით განხორციელებულა. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ უნარების გაუმჯობესებას, ცოდნის გაღრმავებას ტექნოლოგიების ცალკეულ კომპონენტებში, არამედ ბენეფიციართა დასაქმებასაც. პროექტში მონაწილეობს 100-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომელთა წარმომადგენლებიც გაეცნობიან ბენეფიციარების პორტფოლიოებს და მათ დასაქმების შესაძლებლობას შესთავაზებენ“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

პროექტი ,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი ქალებისთვის არის განკუთვნილი და მასში მონაწილეობას ჯამში 1500 კანდიდატი მიიღებს.

პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

პროექტი გრძელდება და ამჟამად ბენეფიციარების არჩევა შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობს: თელავი,გორი/ წეროვანის დევნილთა დასახლება, ახალციხე, ამბროლაური/ონი, ტყიბული, ზუგდიდი/გალი, წალენჯიხა, ოზურგეთი, მესტია, ზესტაფონი, სენაკი, ქობულეთი, გურჯაანი, თეთრიწყარო და ბორჯომი.

(R)

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება