გიორგი შარკოვი - რეაბილიტაციის დაწყებისას, ერთდროულად 2-3 მეტროსადგურის განახლება იქნება შესაძლებელი - სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის განაცხადებით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაწყებისას, ერთდროულად 2-3 მეტროსადგურის განახლება იქნება შესაძლებელი.

როგორც მან აღნიშნა, სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, დეტალური თანმიმდევრულობა რომელი სადგური როდის განხორციელდება, ამის შემდეგ გადაწყდება.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, 12-ვე მეტროსადგურის რეაბილიტაცია 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, 12-ვე სადგურს ერთად ვერ დავიწყებთ, ეს იქნება გეგმაზომიერად გადალაგებული ისე, რომ მგზავრებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ. მიგვაჩნია, რომ 2-3 სადგურის ერთდროული რეაბილიტაცია შესაძლებელია და აქედან გამომდინარე, პროცესს 5 წელზე ვთვლით. სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება 2025 წლის დასაწყისში, დეტალური თანმიმდევრულობა რომელი სადგური როდის განხორციელდება, ამის შემდეგ გადაწყდება. სამწუხაროდ, მეტროს ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია. როცა შევდივართ, ჩვენი პოლიტიკაა ხარისხიანად და ძირფესვიანად გავაკეთოთ. არ ვართ ფასადურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებულები. როცა ხელს ვკიდებთ, გვინდა, რომ კაპიტალურად გავაკეთოთ”, - განაცხადა შარკოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა