გიორგი ვაშაძე - გპირდებით, მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია პირველ ადგილზე გავა - ყველა ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ

გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა, „ქართული ოცნება“ კი დამარცხდება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა „ქართული ოცნება“ მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მეტი ერთობისკენ მოუწოდებს.

„გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია და სხვა ყველა ადამიანი, რომელიც შემოგვიერთდება, გავა პირველ ადგილზე. პრორუსულ ძალას არასდროს ჰქონია ქვეყნის მართვის მანდატი და დღეს „ქართული ოცნება“, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არის ღიად პრორუსული ძალა და აქედან გამომდინარე ის ვერ მოიგებს არჩევნებს.

IRI-ის კვლევის მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი გამონაკლისი პარტია, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, მაგრამ იმისთვის, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ , მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. ჩვენ ვაყალიბებთ „გამარჯვების კოალიციას“, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში რაიმე სახის გამარჯვების შანსი არ დავუტოვოთ.

ეს კვლევა მიმანიშნებელი უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომ როგორც ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან ნაბიჯი და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ეს პრორუსული, ბნელი ძალა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მართვას. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ მეტი გაერთიანებისკენ. მე, როგორც „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ ვაწყობ სტრატეგიას თუ ვინ ვისთან გაერთიანდება, ჩვენი მიზანია გავიდეთ პირველ ადგილზე და გავალთ კიდეც და ამას მოწმობს აღნიშნული კვლევებიც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე