ჯაბა სამუშიამ გერმანულ-ქართულ სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და გერმანულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის შპს „დოიჩეს დიაგნოსტიკუმის“ დირექტორმა გიორგი გრიგოლიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ყურადღება გაამახვილა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პრაქტიკულ-კლინიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანასა და სალექციო-თეორიულ ნაწილში დარგის აღიარებული სპეციალისტების ჩართვაზე.

“გერმანულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. გიორგი გრიგოლიამ ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და, შესაბამისად, საქართველოში ციფრული მედიცინის, მათ შორის, ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის, ტელემორფოლოგიის და რობოტული მედიცინის განვითარების საჭიროებაზე.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევის - ციფრული მედიცინის, განვითარების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. ეს გულისხმობს დასავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის უპირველეს ყოვლისა გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკებთან და წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებთან მჭიდრო პრაქტიკულ-სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, მხარეთა მიზანს წარმოადგენს უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების და მკვლევარ-მეცნიერების საქართველოს საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესებში ინტენსიური ჩართვის ხელშეწყობა, ასევე უცხოელ სპეციალისტებთან და მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა