ბექა ლილუაშვილი - ვენეციის კომისიის წარმომადგენლებსაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა „ოცნებამ“ ყველას გაუგზავნა, ოპოზიციის გარდა, თვალით არ გვაქვს ნანახი

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა “ოცნებამ” ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ამაზე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებსაც გაეღიმათ , - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, საუბარი ძირითადად 3 საკითხს შეეხო.

"სამ საკითხზე იყო საუბარი, ეს არის საარჩევნო კოდექსი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. ყველა ჩვენგანმა გავამახვილეთ ყურადღება ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე, რაც არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ასევე, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა ბევრ საკითხზე, რაც მიმართულია არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებასა და გაყალბებაზე. ასევე, საუბარი შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროს. ყველა თანხმდება დღეს, რომ აბსოლუტურად უფუნქციოა ახალი ბიურო, რომლის ხელმძღვანელობას ნიშნავს პრემიერი. ვისაუბრეთ ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე.

ვენეციის კომისიის ფორმატი არ არის იმედის მოცემა, ეს არის რეკომენდაციების გაცემა კონკრეტულ საკითხებზე. თუ რეაქციებს გულისხმობთ, მათაც გაეღიმათ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ყველას გაუგზავნა „ოცნებამ“ ოპოზიციის გარდა და თვალით არ გვაქვს ნანახი, ეს ბუნებრივია მათთვის ღიმილისმომგვრელი იყო, ცხადია,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე