ილია დარჩიაშვილმა დანიელ პარლამენტარებთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიქაელ ოსტრუპ იენსენს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნილს ფლემინგ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და დანიის სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ კავშირებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გაატარა. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დანიის სამეფოს პოზიციას, საპარლამენტო დონეზე მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობას და უშუალოდ დეპუტატების ჩართულობასა და როლს ამ პროცესში.

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, წლის ბოლოს, საქართველო ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას. დადებითად შეფასდა, 2022 წელს, დანიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი, ასევე, 2023 წელს განხორციელებული, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების ვიზიტები.

აღინიშნა დანიის პარლამენტის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მიეძღვნა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

ილია დარჩიაშვილი 2023 წლის 16 ნოემბერს დანიის სამეფოში ვიზიტით იმყოფება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა