დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო

90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას, საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„პატივი მივაგეთ, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

უდიდესი ტკივილია ოჯახის წევრის, ახლობლის გაუჩინარება, როცა სანუგეშოდ საფლავიც არ გაქვს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაადგინოს მათი დაკარგული ახლობლების ხვედრი, ადგილსამყოფელი და დაასრულოს ხანგრძლივი და მტანჯველი მოლოდინი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ჩვენი მოსახლეობისა და სამშობლოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშტის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა, იმ საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც ჩართული არის როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარეც.

არასდროს განმეორდება ის ტრაგედია, რომელსაც უამრავი ჩვენი გმირი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ, ქართველები და აფხაზები განწირულები ვართ ერთად ცხოვრებისთვის და მწამს, რომ მშვიდობით და ერთმანეთის ნდობით შევქმნით სიყვარულზე დაფუძნებულ ახალ, ძლიერ ერთობას.

ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი გმირი თანამოქალაქეების ხსოვნას!“, - აცხადებს დავით ფაცაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია