ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ჩვენ მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, როგორ შეასრულონ ისინი - ასევე კონკრეტულ „წითელ ხაზებზე“ მივუთითებთ

აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე , - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციებს, ხოლო მისი შესრულებისთვის ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვენეციის კომისია მიუთითებს "კონკრეტულ წითელ ხაზებზე" .

“ძალიან გრძელი და ნაყოფიერი დღე გვქონდა, რომლის განმავლობისას ქვეყნის მაღალჩინოსნებს შევხვდით. ჯერ პარლამენტის სპიკერს შევხვდით, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობის “ქართული ოცნების” ლიდერს შევხვდით, ასევე, შეხვედრა გვქონდა რესპულიკის პრეზიდენტთან. ასევე, გვქონდა შეხვედრები ოპოზიიციის, უმცირესობის ლიდერებთან. შეხვედრა გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ასევე, შევხვდით პრემიერ-მინისტრს.

ყველა ამ შეხვედრაზე აზრების ძალიან ღია და გულწრფელი გაცვლა გვქონდა. ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა თავისი ერთგულება აჩვენოს საქართველოს და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანი უფლებების გაუმჯობესების გაგრძელებას საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში გასცემს და იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მითითებებს ვაძლებთ, მაგრამ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა იპოვონ გზები, თუ როგორ შეასრულონ ეს მითითებები. ჩვენ ასევე კონკრეტულ წითელ ხაზებზე მივუთითებთ და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოსაზრებების მხრივ. რა თქმა უნდა, დიალოგის ერთგულნი ვართ, ვინაიდან ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ექსპერტების ორგანიზაციაა და აქ საკარნახებლად არ ვართ, არამედ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს თან ვახლდეთ მის ევროპულ გზაზე”, - განაცხადა ფრენდომ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ