დიმიტრი არაყიშვილის არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს მისი ოჯახის წევრებმა.

„საღამოზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტმა სტუდენტებმა დიმიტრი არაყიშვილის რომანსები შეასრულეს. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კი საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც თავის დროზე დიმიტრი არაყიშვილმა ჩაწერა.

ოჯახმა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს დიმიტრი არაყიშვილის არქივი გადასცა - პირადი ნივთები (მათ შორის კომპოზიტორის როიალი და ავეჯი), ხელნაწერები, სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაწარმოებები, წერილები, ფოტოები, ავტოგრაფიანი წიგნები კომპოზიტორის პირადი ბიბლიოთეკიდან, ნახატები და სხვ.

უახლოეს მომავალში ამ უნიკალური საარქივო მასალების დამუშავება დაიწყება, შემდეგ გაციფრება და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში განთავსება. თავად მასალები კი, დიმიტრი არაყიშვილის კაბინეტში განთავსდება, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში გაიხსნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა