ვენეციის კომისიის წევრი - არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს - სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას

არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს - სამართლიანი არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა ეირიკ ჰოლმოვიკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“კომენტარს გავაკეთებ იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ რეფორმებში. წინა რეკომენდაციებში, როდესაც სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, ვახსენებთ, რომ მთლიანი რეფორმის ნახვა გვსურს. და ამაში ვგულისხმობთ არა პატარა ცვლილებებს კონკრეტულ წესებში, არამედ გვსურს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, მთლიან სისტემას შეხედონ. ვინაიდან ეს კანონები ბევრ ელემენტს შეიცავენ, ერთად არის შეკრული, რათა შექმნან შედეგი - სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ასე რომ, ასეთი დიდი მასშტაბის მთლიანი რეფორმები გვსურს, როგორც წინა მოსაზრებებში ვახსენებთ, და ეს ასევეა ის, თუ რის რეკომენდაციასაც გავცემთ სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე ამ მოსაზრებებში”, - განაცხადა ჰოლმოვიკმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე