ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი - საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს - ინდივიდუალური კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში, ამის მოგვარების გზა არაა

დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს. ამის შესახებ ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ჩვენი მოსაზრების შესახებ მოთხოვნა მივიღეთ, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მოსაზრების შემდეგ, მსგავსი კანონი იყო მოლდოვის რესპუბლიკაშიც.

ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც პიროვნებებს იღებს სამიზნეში. ასე არ მუშაობს ეს, მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება, არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე, რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს.

ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში - ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან - უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში - საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი, მოლდოვაშიც.

ჩვენ სამოქმედო გეგმებს არ ვაფასებთ, ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს, და ეს კანონი არაა, ამიტომ არ ვაპირებთ [დეოლიგარქიზაციაზე] სამოქმედო გეგმის შეფასებას საქართველოში, ისევე, როგორც არ ვაფასებთ მას მოლდოვაში ან სხვაგან. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს”, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი