თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ იფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები მოეწყო, სადაც თითოეული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ისტორიულ-მატერიალური კულტურის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო რუხაძემ, ასევე საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, მიმართეს.

გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ტოლერანტობის დღეს თბილისის საკრებულო მასპინძლობს, რაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და 16 ნოემბერი ყოველ წელიწადს განსაკუთრებულად და განსხვავებულად აღინიშნება.

„ჩვენი ქალაქი ისტორიულადაა მრავალფეროვანი, აქ საუკუნეების განმავლობაში ღირსეულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოსთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა და პროექტები ხელს უწყობს სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს ინტეგრირდნენ ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. დღესვე კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებს საკრებულოს წევრებმა სიგელები გადასცეს.

„ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა, ხოლო დასასრულს საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სათვისტომოების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა