მიხეილ დაუშვილი - რაში გვჭირდება „ლელოსთან“ გაერთიანება, დგანან და იფიცებიან: „შანსი არაა, არ გავერთიანდებითო“ -  ვინ ეხვეწება, ვინ სთხოვა?

რაში გვჭირდება „ლელოსთან“ გაერთიანება, 24 საათი ტელევიზიებში სხედან და ლაპარაკობენ: “არ გავუერთიანდებითო“, ვინ ეხვეწება, ვინ სთხოვა?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარტიულ რეიტინგებზე და საზოაგდოებრივი აზრის კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარტიას „საქართველოსთვის“ „ლელოსთან“ გაერთიანების საჭიროება არ აქვს.

„როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი და „ლელოს“ გაერთიანება? პირველი კითხვაა - რაში გვჭირდება მაგათთან გაერთიანება? 24 საათი ტელევიზიებში სხედან და ლაპარაკობენ, არ გავუერთიანდებითო. ვინ ეხვეწება, ვინ სთხოვა, რომ მოდი გამიერთიანდიო? დგანან და იფიცებიან, შანსი არაა ჩვენ მათთან არ გავერთიანდებითო და ვის უნდა მაგათთან გაერთიანება, ვინმემ სურვილი გამოთქვა? მეორე თემაა, რომ ამის საჭიროება არ გვაქვს. თუ ხედავ ადამიანი საჭიროებას, რომ ამის გარეშე პოლიტიკის მიღმა შეიძლება დარჩე, შეიძლება ეს ვარიანტი განიხილო, მაგრამ არ არის უბრალოდ ეს საჭიროება.

ადამიანები გამოდიან უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებით. ისეთ გაუგებარ კითხვებს სვამენ, რაც დასასმელი უბრალოდ არ არის. ამის შემდეგ „ლელოსთან“ როგორ უნდა გავერთიანდეთ?

ეს „ლელო“, კაცო, ჩამოყალიბდეს, ხან „ნაცებთან“ არიან, ხან არ არიან. ხან „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს იერთებენ. თვითონ ხომ უნდა ჩამოყალიბდნენ საერთოდ , რა უნდათ? ასეთ პარტიასთან, რომელსაც თვითონ ვერ გაუგია რა უნდა, რატომ უნდა გავერთიანდეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი არა ბარიერის გადალახვა, არამედ სტატუს-ქვოს შეცვლა უნდა იყოს და „ნაცმოძრაობა“ და „ოცნებაც“ თამაშგარე უნდა დარჩნენ.

„ყველა კვლევაში ჩანს, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად 50%-ს ვერ ცდებიან, გაცილებით ქვემოთ არიან., ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ დანარჩენი მანდატები ავითვისოთ და ორივე დავტოვოთ თამაშგარე. ეს აბსოლუტურად მიღწევადია. მიზანი არის გაცილებით დიდი, ვიდრე პარლამენტში მოხვედრაა. მთავარია სტატუს-ქვო შევცვალოთ“, - განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა