ურსულა ფონ დერ ლაიენი - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ

თუ როგორ პოზიციონირებს ჩინეთი რუსეთთან, სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან განმსაზღვრელი ფაქტორია, ჩვენი სამომავლო ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაშინ, როდესაც ზუსტად ევროკავშირის საზღვრებთან ორი ომი მძვინვარებს - უკრაინაში და ღაზაში, გაურკვეველი ეკონომიკური პერსპექტივით - ასეთ მშფოთვარე დროს, არსებობს სტრატეგიული სტაბილურობის ძლიერი საჭიროება თუ როგორ ვუდგებით ჩინეთს, ამისთვის კი გულწრფელები უნდა ვიყოთ, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი…

ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც მოჰყვება. ჩინეთი ამბობს, რომ გაეროს ქარტიას იცავს, მაგრამ რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი თავის დისტანცირებას არ ახდენს. როგორ ვპასუხობთ ამას? - მჯერა, რომ წინსვლის გზაა პეკინთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რუსეთისთვის მისთვის დახმარება იმდენად შეზღუდული დარჩეს, რამდენადაც შესაძლებელია. მკაფიო უნდა გავხადოთ, ის, თუ როგორ აპოზიციონირებს ჩინეთი საკუთარ თავს რუსეთთან, ეს სამომავლო წლებში ჩვენი ორმხრივ ურთიერთობების განმსაზღვრელი იქნება”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა