19 ნოემბერს ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება ჩატარდება

19 ნოემბერს Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდება.

სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა დაესწროს 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც ისაუბრებენ:

  • ციფრულ მარკეტინგზე
  • ელექტრონულ კომერციაზე
  • ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე
  • ბრენდ დიზაინზე
  • კონტენტ მარკეტინგსა და
  • ინფლუენსერ მარკეტინგზე.

ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და ქმნის ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პირველ ქართულ პლატფორმას.

სამიტის ფარგლებში საქართველოს ბანკი წარადგენს ახალ პროდუქტს Ads მენეჯერის სახით და ჩაატარებს ვორქშოპს პლატფორმის გამოყენების მასტერკლასით, რომლისთვისაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ვიზიტორები წინასწარი რეგისტრაციით შეძლებენ ვორქშოპზე დასწრებას.

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ჩაატარებს წამახალისებელ კონკურსს: ”ყველაზე ჭკვიანი მარკეტერი”, ბარ აკადემია კი წარმოადგნეს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილ ციფრული მარკეტინგის თემატიკის კოქტეილებს.

გამომსვლელებს შორის არიან Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელენე ბიბილეიშვილი, ალექსანდრე ჩომახიძე, გიგი კურტანიძე.

სპიკერთა სია კი შემდეგნაირია: გივი ჩხარტიშვილი, შოთა ჩინჩალაძე, გიორგი ქუცა რუხაძე, ვეკო თოხაძე, ირაკლი კიკორია, ირაკლი ქართველიშვილი, გიორგი ნაჭყებია, ირაკლი ლობჟანიძე, მარიამ ხარაზიშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე, ია დარახველიძე, გიორგი კორძახია, გუგა მეშვილდიშვილი.

კონფერენციის გენერალური სპონსორია: "საქართველოს ბანკი", ასევე სხვა ღირებული პარტნიორები არიან: m2, University Alterbridge, Noxtton, MEGOBARI, Wii Design Studio, Academy of Digital Industries, marketer.ge, Hapttic, Kettari Foundation, CASE, IPN, BPN, Bar Academy, PAYZE, VELI.Store, BRID, Artttify, Kraken.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა