პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარი სიმართლეების დრო არ არის, ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა - პრეზიდენტს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, ალილუა

ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარი სიმართლეების დრო არ არის - პრეზიდენტს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, ალილუა!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის განცხადებით, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

„კარგია, პროგრესი აქვს პრეზიდენტს ამ მიმართულებით, ალილუია! ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარსიმართლეების დრო არ არის, ამას ნიშნისმოგებით არ ვსაუბრობ ნამდვილად, ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა. ივანიშვილი მხოლოდ ოლიგარქი არ არის, ის არის ამ ქვეყნის ფაქტობრივი, არაფორმალური მმართველი, ძალაუფლება მიტაცებული აქვს მას. ჩვენი მიზანი არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს და შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს ძალაუფლების მიტაცება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან მანჯგალაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაც და იმ პირობებში, როცა სააკაშვილს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს, ეს ქვეყანაში პოლარიზების დასასრულებლად მნიშვნელოვანი საკითხია.

„თუ პრეზიდენტი გულწრფელია, რომ პოლარიზების დასრულება უნდა, ღარიბაშვილის და პრეზიდენტის ხელის ჩამორთმევა კი არ დაასრულებს ამას, დაასრულებს სააკაშვილის მხარდამჭერებისთვის პოზიტიური გზავნილი, რომ ადამიანს საპატიმროში არ მოკლავენ”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.

„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ საქართველოს გზის დაჩქარებაში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტიც ვერ მოხდებოდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო