დავით დარჩიაშვილი - ორ სკამზე დაჯდომისთვის ადგილი აღარ რჩება, მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ამხილო ის, რომელთან ყოფნაც არ გინდა - სალომე ზურაბიშვილმა დაინახა, რომ ან ერთ მხარეს უნდა იყო ან მეორე მხარეს

თამაშისა და ორაზროვნებისთვის, ორ სკამზე დაჯდომის მცდელობისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება - სალომე ზურაბიშვილმა დაინახა, რომ ან ერთ მხარეს უნდა იყო ან მეორე მხარეს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა Le Monde-ისთვის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ არჩევანი გარდაუვალია, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ბოლომდე უნდა ამხილო მეორე მხარე, რომელთან ყოფნაც არ გინდა“.

სალომე ზურაბიშვილის შინაგან სამყაროში რა ცვლილებები ხდება, ამაზე ვერ ვიმკითხავებთ, მაგრამ ნიშანდობლივი და ზოგადი ტენდენციის მიმანიშნებელია, რომ ისე მიდის მოვლენები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ირგვლივ, დასავლეთთან ურთიერთობაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში, რომ თამაშისთვის და ორაზროვნებისთვის, ორ სკამზე დაჯდომის მცდელობისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ფინალში გავდივართ, სადაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ან ისეთი ან ასეთი. რაღაცნაირად, როგორც თვითონ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენებ პერსონაჟს უყვარდა თქმა, „შუა გაიკრიფა“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, აქამდე რატომ იყო ჩუმად სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, როგორც დარჩიაშვილი ამბობს, მკაფიო გახდა, რომ ევროკავშირს უნდა საქართველო თავის ფარგლებში და „ზურაბიშვილმა ეს მომენტი იგრძნო“.

„მგონი იგრძნო ეს მომენტი - ძალიან მკაფიო გახდა, რომ ევროკავშირს უნდა, საქართველო თავის ფარგლებში. ეს არაა უბრალოდ დემოკრატიის ხელშეწყობა მეორეხარისხოვან ქვეყანაში, სადაც რაღაც გამოდის, რაღაც- არა. ეს უფრო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ევროკავშირი ხვდება, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის თუ ქართული კლანების კეთილ ნებაზე ყოფნა აღარ შეიძლება და რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები, რადგან ეს უკვე ევროპის უსაფრთხოებას ეხება. ევროპას და მთლიანად დასავლეთს უნდა, რომ რუსეთი გააძევოს აქედან და ადგილობრივი პერსონაჟებიც ამის მიხედვით არიან დასაყოფები - ვინ ვის მხარეს დადგება. აღარ დარჩა დრო, რომ ვითამაშოთ, ვითომ რეფორმას ვატარებთ, მაგრამ არ ვატარებთ; ვითომ ევროპა გვინდა, მაგრამ რუსეთთან კარგ ურთიერთობას ვარჩევთ,“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სალომე ზურაბიშვილსა და ხელისუფლებას შორის, დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება, ზურაბიშვილზე კიდევ რაღაც ტიპის თავდასხმები მოხდეს.

„ამაზე მეტი შეიძლება ის მოხდეს, რასაც თავად ზურაბიშვილი ამბობს, რომ მუდმივი თავდასხმების ქვეშაა. შეიძლება გავხდეთ მოწმე, კიდევ რაღაც ტიპის თავდასხმებისა, რომელიც რა ფორმას მიიღებს, კაცმა არ იცის. ივანიშვილისგან თავდასხმის არცერთ ფორმას გამოვრიცხავდი, ფიზიკური თავდასხმის ჩათვლით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი რუსეთში ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის, ხვდება, რომ „მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების ნორმალიზაციაა საჭირო“.

„რაც არ უნდა რუსეთში გაზრდილი იყოს ივანიშვილი და იმ გარემოში ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის, მას მაინც აქვს გარკვეული პრაგმატიზმი და ხვდება, რომ მისი და მისი ოჯახის მომავლისთვის საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია საჭირო საქმეა. როგორ უნდა გააკეთოს ეს, არ იცის, ჰგონია, რომ ისევ შეძლებს დასავლეთის მოტყუებას, მთავარია გაიგოს, რომ მოტყუების დრო წავიდა“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება